Wednesday, May 31, 2023

ჩემი შემოქმედება - „დაფიფქული წლების სევდიანი სიმღერა“

  „დაფიფქული წლების სევდიანი სიმღერა“


     -სოფელი სიჩუმეს და სიბნელეს მოეცვა. მოქუფრულ ცაზე მხოლოდ ერთი ვარსკვლავი უღიმღამოდ ანათებდა, ისე, თითქოს მოვალეობას ასრულებდა, როგორც მოხუცი დარაჯი. იშვიათად ძაღლი ყეფდა, ისეთი „მკვდარი“ იყო სოფელი, რომ გეგონებოდა ყველას ერთად პირი შეუკრავთ და სხვაგან გადახვეწილანო. ეს იყო მაშინ, როდესაც სოფელს გრძელი და მკაცრი ზამთარი მარტშიც კი არ ანებებდა თავს - ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა ბებიამ. შემდეგ თვალზე მომდგარი ცრემლი მაჯით შეიმშრალა და ვითომ მხნედ, ისევ დაიწყო...
    -იმ წელს მკაცრი ზამთარი იყო, გაგრძელდა, ნოემბერში რომ მოთოვა, ამატებდა და ამატებდა მარტამდე... (ის დღე კარგად მახსოვს!) თოვდა, თოვდა შეუჩერებლად, სოფლიდან ძველი ავტობუსი 5 საათზე უნდა გასულიყო, მატარებლის სადგურამდე 7 კილომეტრი იყო სავალი. სადგურზე ვიკრიბებოდით მეგობრები, ისინიც ჩემსავით სხვადასხვა სოფელში პრაქტიკაზე იყვნენ გაგზავნილნი პედაგოგიური ინსტიტუტიდან. მატარებელი 7 საათზე მოადგებოდა „ჩვენს სადგურს“ და ისევ ქალაქისკენ მოვდოდით... ასე გრძელდებოდა... ისევ ვიკრიბებოდით ვაგზლის მოედანზე, საიდანაც მატარებელი დილის 7 საათზე გადიოდა, მივდიოდით ჩვენ ჩვენს სოფლებში მხიარულად, რადგან იქ საყვარელი მოსწავლეები გველოდნენ - (ისევ ჩაფიქრდა ბებია, ისევ მოიწმინდა მაჯით კურცხალი ცრემლი.) მასწავლებლობა ყველას მოწოდება იყო, თორემ რა წაგვიყვანდა ასე შორს ქალაქიდან?!
    -ბებია იცი, ხშირად ქალაქიდან ბავშვებისთვის ტკბილეული, ჩასაცმელი, ჩვენი სამოსიდან გადაკეთებული, შარვლები, პატარა ლაბადები, თავშლები მოგვქონდა. ისინიც უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. (ბებოს სახეზე ღიმილი აუთამაშდა, სახე გაუბრწყინდა, გაახსენდა ის დრო, რომელმაც მასში ტკბილი და მწარე მოგონებები გააცოცხლა.) წარსულ დღეებს აცოცხლებდა ბებია... გაჩუმდა, თავი მაღლა ასწია, მკაცრი სახე მიიღო, შემომხედა და კბილებში გამოსცრა.
    -მომისმინე ბებია! შენ გეტყვი მხოლოდ, იმას, რაც არავისთვის, არასდროს არ მითქვამს... ეს იყო ჩემი ტკივილიანი წარსული.
    დაიწყო...
    თოვდა, თოვდა, შეუჩერებლად, თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევდა. ჩვეულებისამებრ სოფელში ამოვედი, მაგრამ უკან წასასვლელად ძველი ავტობუსი აღარსად ჩანდა... თითქოს მანაც შეკრა პირი იმ მიძინებულ სოფელთან, სად გაქრნენ, სად წავიდნენ, ადამიანიშვილიც აღარსად ჩანდა. ვდგავარ გაჩერებაზე გაყინული, გავიდა 1 საათი, 2  საათი, 3 საათი... არავინ ჩანს ჩემი დამხმარე. ბოლოს გამოჩნდა ერთი ქალბატონი, თითქოს ჩემი მშველელი ჩანდა, (ტონი შეცვალა ბებიამ, უფრო გამკაცრდა.) მომიახლოვდა და მითხრა: - ტყუილად ელოდები, წამოდი ჩვენთან, ხვალ ისევ აქ არ უნდა ამოხვიდე? წამო, დაისვენე, დილით კი შენს სკოლაში ჩვენგან წადი, ქალაქი არსად დაგეკარგება!
    -რა თქმა უნდა, დავთანხმდი, გავყევი სახლში, გზაში მოკრძალებით ვიკითხე:   ვინ დაგვხვდება კიდევ სახლში?
    -წამოდი, რა გენაღვლება, გცივა, გაგათბობ, ჩაი დავლიოთ, ვილაპარაკოთ და გათენდება!
    უჩუმრად მივდევდი უკან, აღარც მე ვლაპარაკობდი და აღარც ის ქალბატონი - (ბებიაც გაჩუმდა, მე კი სულგანაბული ვუსმენდი, თუმცა უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში.)
    -მერე ბებია?
    -მერე, მივედი იქ, სადაც მთელი სიცოცხლე გავლიე, იქ, სადაც ახლა მე და შენ წარსულს ვიხენებთ. მე... (სიტყვა გაუჩერდა ბებიას.) სამუდამოდ დავრჩი, დამტოვეს, მომატყუეს... არ დამინდეს... არც ქალმა და არც კაცმა ჩემი ხვეწნა-მუდარა ვერ შეისმინა. ვიყვირე, ვიკივლე, ვემუდარე, მაგრამ ბოლოს ხელი ჩავიქნიე, სოფელი ვერ თუ არ დამეხმარა... ასე გავატარე ჩემი ცხოვრება - მეუღლე, რომელიც ძლივს შევიყვარე, სამი შვილი, თქვენ და ჩემი სკოლა...
    მძიმედ სუნთქავდა ბებია, შემდეგ მწარედ გამიღიმა, თვალზე მომდგარი ცრემლი აღარ შეიმშრალა, თითქოს გზა მისცა ცრემლებს, რომელიც ღაწვებზე გრძელი ძაფივით დაეშვა. მეც ვტიროდი ხან ვიღიმოდი, ბებოს მესაიდუმლე გავხდი-მეთქი.
    -ასეთი ყოფილა ბებია ჩემი ბედი! - ეს თქვა და გამშორდა. დამტოვა ფიქრებთან, მე კი მეგონა ბებიას კარგი ბედი ჰქონდა. იყო წარმატებული პედაგოგი, სოფელში გამორჩეული თავისი სილამაზით, თავადური გამოხედვა ჰქონდა, ლამაზად მელექსეობდა, მღეროდა, გიტარას გადმოიღებდა ძველი კარადის თავიდან, მტვერს გადაწმენდდა, ახალგაზრდულად მოიღერებდა კისერს, ღრმად ამოისუნთქავდა და ცოტა ნაღვლიანი ხმით „სულიკოს“ დააღიღინებდა. ჩვენც ავყვებოდით შვილები და შვილიშვილები, უფრო მეტად გათამამდებოდა. ისე ლამაზად ხმარობდა სიმებზე გრძელ თითებს! „ ბუხრის პირას წარსულ რეებს აცოცხლებდა გიტარა“.
    -ახლაც მენატრება, მენატრება ბებია!
    მომავალი პროფესია ბებიას გარდაცვალების შემდეგ ავირჩიე, მეც პედაგოგი ვარ, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ჩემი მომავალი ბებიასთან საუბრის მერე დაიგეგმა. არ ვნანობ, პირიქით, მე ვარ პედაგოგი, რომელიც მუდამ ვითვალისწინებ ბებოს დარიგებას - ჩაიხედე ბავშვის სულში, გაუთბე გული და მერე ასწავლე... „გამოზამთრებული სული გაუზაფხულე“ - ია, ეს არის თეორემა.
    ასე იცხოვრა ბებიამ, დაზამთრებული სული ბევრს გაუზაფხულა - ამიტომაც მეგონა, მუდამ მომღიმარი ბებია „ბედნიერი“ იყო.
    ზამთართან ერთად ეს ამბავიც ყოველთვის მახსენდება, გული მეწურება და ჩუმად ვიწყებ ქვითინს.

ლალი ხუციშვილი.   

მოსწავლეთა საუკეთესო თხზულებები და ესეები

მე პატრიოტი ვარ - ლუკა წერეთელი

მე პატრიოტი ვარ - მილა მარკოზოვი

ბულინგი - მარიამ ნინიაშვილი

სიყვარულით დანახული სამყარო - მარიამ სვანიძე

ტყე შეუნახე შვილებსა - მარიამ ნინიაშვილი

აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი!

საგანმანათლებლო კურსების სერთიფიკატები და საკონფერენციო ნამუშევარი

 Microsoft-ის სერტიფიკატი

ინკლუზიური მასწავლებლის სერტიფიკატი

21-ე საუკუნის სწავლის დიზაინი: კურსი 8 - პრაქტიკული გამოყენება

ჩემი მოგზაურობა Minecraft-ში, კურსი 5: Minecraft-ი თამაშზე უფრო მეტია!

ჩემი მოგზაურობა Minecraft-ში - დასრულება

ეფექტურობის ამაღლება Office 365-ის აპლიკაციებით

მუდამ კავშირზე ყოფნა დისტანციური სწავლების დროს Microsoft Teams-ის და Office 365-ის მეშვეობით

შესავალი ინლუზიურ ციფრულ წიგნიერებაში

საკონფერენციო ნამუშევარი თემაზე - "ქართული ლიტერატურული სკოლები"

გაკვეთილის გეგმები, კომპლექსური დავალებები და კურიკულუმები

გთავაზობთ ჩემ მიერ მომზადებულ რამდენიმე კურიკულუმს, კომპლექსური დავალების გეგმას და ჩატარებული ღია გაკვეთილის გეგმას:


სტანდარტი

სოლომონ მორბელაძე

ჰაგიოგრაფია - 10 კლასის კურიკულუმი

სურათებიანი წიგნი

კომპლექსური დავალება - ა.წერეთელი

ეშმაკის ქვა

სუფლიორი - ღია გაკვეთილის გეგმა

კურიკულუმი - 6 კლასი

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

სამშობლო

მოძღვარი

კურიკულუმი - 5 კლასი

ჩატარებული გაკვეთილის გეგმა

ქართულის კათედრაზე წარსადგენი მასწავლებლის წლიური ანგარიში

ვაჟა ფშაველას მოთხრობების მიხედვით 5 გაკვეთილის გეგმა

ანალიზი-შემაჯამებლის-მე11ა-კლაში

მე-7-კლასის-შემაჯამებლის-ანალიზი


სადამრიგებლო კლასის სამოქმედო გეგმები, კლასის საათები და ანგარიშები

ჩემი პედაგოგიური კარიერის განმავლობაში, მეოთხე სადამრიგებლო კლასს ვხელმძღვანელობ. საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე ამ წლების მანძილზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველი ახალი კლასი სხვა ეპოქას წარმოადგენს, შესაბამისად ყოველთვის განსხვავებულია მათთან მიდგომის პრინციპები. ჩემი მთავარი და უცვლელი პრინციპია - ვასწავლო მათ მეგობრობა, თანამდგომა და სიყვარული. შესაბამისად ჩემი პედაგოგიური კვლევაც ამ საკითხს შეეხება (კლასის ხელმძღვანელის როლი თანამედროვე სკოლაში) ნაშრომის სანახავად ეწვიეთ ბმულს 

დაბლა ნახავთ ჩემს მიერ მომზადებულ სადამრიგებლო კლასის სამოქმედო გეგმებს, კლასის საათებს და ანგარიშებს:

ექსკურსიის გეგმა (კლასგარეშე აქტივობა)

ჩემი კლასი და მე ერთად ვუვლით გარემოს

დამრიგებლის ანგარიში 5(1) კლასი

დამრიგებლის ანგარიში 6(1) კლასი

სადამრიგებლო საათის ანგარიში

სადამრიგებლო პროგრამა - 7 კლასი

I სემესტრის ანგარიში

დამრიგებლის სამოქმედო გეგმა - 7 კლასი

წლიური-ანგარიში-დამრიგებლის-მე-7-კლასი




Wednesday, May 24, 2023

ლალის (ნიაკოს) პორტფოლიო

159-ე სკოლაში უკვე 30 წელია ვმუშაობ, იმდენად სწრაფად გაირბინა წლებმა, ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემი მოსწავლეების შვილებს და უკვე შვილიშვილებსაც კი ვასწავლი. თავად 18 წლის გავხდი პედაგოგი, იმ წუთიდან დღემდე ვმუშაობ, ვიზრდები, ვშრომობ, ვსწავლობ და სხვასაც ვასწავლი! ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. 

ამ დროის მანძილზე უამრავი საინტერესო პროექტი დავგეგმე და განვახორციელე, სამწუხაროდ ყველაფრის გაციფრულება ვერ მოვახერხე (სოციალური ქსელების და საკუთარი ტექნოლოგიური უნარების განვითარებასთან ერთად, ამ პრობლემას ახლა იოლად ვუმკლავდები).

დაბლა მოცემულ პოსტებში, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს რამდენიმე ახალ პროექტს: